გიორგი გახარია - ყველასთან მივალთ, ყველას დავეხმარებით და გავითვალისწინებთ რჩევებს, რომლებიც თქვენ მომეცით
გიორგი გახარია - ყველასთან მივალთ, ყველას დავეხმარებით და გავითვალისწინებთ რჩევებს, რომლებიც თქვენ მომეცით

რომან გოცირიძემ ტყუილების კორიანტელი დაატრიალა, 400 000 ადამიანი მოატყუეთო, ბატონო რომან, ყველასთან მივალთ, ყველას დავეხმარებით თვეების მიხედვით, ივლისშიც, აგვისტოშიც, სექტემბერშიც, ოქტომბერშიც და გამოვიყენებთ იმ რჩევებს, რომლებიც თქვენ მომეცით, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას, რომან გოცირიძის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ.

მთავრობის მეთაურმა იმ რჩევებზეც ისაუბრა, რომელიც ოპოზიციამ პარლამენტში წინა ვიზიტისას მისცა და აღნიშნა, რომ რამდენიმე მათგანი უკვე გაითვალისწინა. „პარლამენტში წინა მოსვლისას მითხარით, რომ ტურიზმში დროებით დასაქმებულებს ერთჯერადი დახმარება არ შეეხოო. ეს მივიღეთ დავალებად, წავედით, გავაკეთეთ და უკვე საკანონმდებლო ცვლილებები შეტანილია და გიდები, ვინც იყო დროებით დასაქმებული, 2020 წლის 1 კვარტალში სამი თვის შემოსავალი ვისაც არ ჰქონდა, იმათ გადავუვადეთ 2019 წელს და ეს ხალხიც ერთჯერადი დახმარების სიაში მოხვდება. ასევე, მოვაჭრეები, ვინც საზღვარგარეთ მუშაობდნენ, აჭარის კონტექსტში ითქვა, საზღვარზე გადადიოდნენ და გადმოდიოდნენ, საკანონმდებლო ცვლილება მიღებულია და ეს ხალხიც აღწერილი იქნება და ყველას გაეწევა ერთჯერადი დახმარება“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

დატოვე კომენტარი