გიორგი გახარია - ყველანაირ ზღვარს გადავიდა მიზანმიმართული ბრძოლა საპენსიო ფონდთან, ეს მიმართულია იმისკენ, რომ ადამიანებმა აკრიფონ პოლიტიკური ქულები
გიორგი გახარია - ყველანაირ ზღვარს გადავიდა მიზანმიმართული ბრძოლა საპენსიო ფონდთან, ეს მიმართულია იმისკენ, რომ ადამიანებმა აკრიფონ პოლიტიკური ქულები

უკვე ყველანაირ ზღვარს გადავიდა  მიზანმიმართული ბრძოლა საპენსიო ფონდთან, ეს არის აბსოლუტურად არარეალისტური სურვილების გეგმა, რომელიც მიმართულია მხოლოდ იმისკენ, რომ ადამიანებმა აკროფონ პოლიტიკური ქულები, როდესაც ქვეყანა ებრძვის პანდემიას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა.

„იმ ღონისძიებებით, რომლებსაც „ევროპული საქართველო“ გვთავაზობს, მაკოეკონომიკური სტაბილურობა ემუქრება ქვეყანას, კურსის თემა უპროგნოზო ხდება, გარდა ამისა, მარტივი გათვლებით, ელემენტარული მოდელირებით – სადღაც მაისი თვეში ვერ მოემსახურებოდნენ საპენსიო გადასახადებს; ზუსტად ერთ თვეში ჩვეულებრივი კოლაფსი იქნებოდა ბიუჯეტის. ვერ გადაიხდიდნენ ვერც ხელფასებს. ამის შემდგომ რისკის ქვეშ დგება ჯანდაცვის სისტემა, ჩვენ მოქალქეებს ვერ მოემსახურებოდა ჩვენი ბიუჯეტი და შემდგომ მიადგებოდნენ საპენსიო ფონდს, რომელსაც არ იციან, რა უყონ. ვერ მოუნელებიათ 772 მილიონი, როგორც სტაბილურობის ფონდი ჩვენი მოქალაქეებისთვის ხანდაზმულობის პერიოდში. უკვე ყველანაირ ზღვარს გადავია მიზანმიმართული ბრძოლა საპენსიო ფონდთან. ეს არის აბსოლუტურად არარეალისტური სურვილების გეგმა, რომელიც მიმართულია მხოლოდ იმისკენ, რომ ადამიანებმა აკრიფონ პოლიტიკური ქულები მაშინ, როდესაც ქვეყანა ებრძვის პანდემიას და ეკონომიკურ გამოწვევებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.