გიორგი გახარია - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მსგავსი ეკონომიკური შეზღუდვები აღარ დაგვჭირდეს
გიორგი გახარია - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მსგავსი ეკონომიკური შეზღუდვები აღარ დაგვჭირდეს

ჩვენ თუ შევძელით წლის დასრულება მინუს 4 პროცენტით და რვა ნახევარი პროცენტის დეფიციტით, ჩათვალეთ, რომ აღდგენის პერიოდი იქნება საკმაოდ სწრაფი. მაგრამ ეს არის ძალიან ოპტიმისტური სცენარი. რეალურად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მსგავსი ეკონომიკური შეზღუდვები აღარ დაგვჭირდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, აუცილებელია ჯანდაცვის სისტემის ინვესტირება.

„ჯობია, რომ 100-150 მილიონის ინვესტირება გავაკეთოთ ჯანდაცვის სისტემაში. მაგალითს გეუბნებით, გარდა იმისა, რომ საჭიროა ლაბორატორიების ქსელების შექმნა. არა მხოლოდ სახელმწიფომ, მაგალითად, ქალბატონი ეკას წინადადება იყო, რომ ყველა მსხვილი მრავალპროფილური საავადმყოფოს ლიცენზირების პირობებში ჩაედოს, რომ მას ერთი „პისიარ“ ტესტის აპარატი უნდა ჰქონდეს. ჯობია, ჩავთვალოთ, რომ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს რისკის ქვეშ არ დავაყენებთ არანაირ პირობებში და ახლა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა ჩვენ ადაპტაციის პერიოდი გავიაროთ ეფექტურად და ვმართოთ კრიზისი, ერთდროულად დაახლოებით 500-600 ინფიცირებული თუ გვეყოლა, მათ ვუმკურნალოთ და არ გადავკეტოთ ეკონომიკა. ეს არის ჩვენი ამოცანა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.