გიორგი გახარია - წარმატებას გისურვებთ, რაჭველებო, დაიწყეთ ბიზნესი, გლეხობიდან გახდით ფერმერები და რაც შეიძლება მეტ ტურისტს უმასპინძლეთ
გიორგი გახარია - წარმატებას გისურვებთ, რაჭველებო, დაიწყეთ ბიზნესი, გლეხობიდან გახდით ფერმერები და რაც შეიძლება მეტ ტურისტს უმასპინძლეთ

წარმატებას გისურვებთ, რაჭველებო! დაიწყეთ თქვენი ბიზნესი, გლეხობიდან გახდით ფერმერები და რაც შეიძლება მეტ ტურისტს უმასპინძლეთ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ამბროლაურში პროექტის „სახელმწიფო შენი პარტნიორის“ პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს პროექტი ყველა აქტიური მოქალაქისთვის მიზიდულობის ძალა გახდება.

„ეს არის მნიშვნელოვანი და კარგი ინიციატივა, ეს გახდება მიზიდულობის ძალა ყველა ჩვენი აქტიური მოქალაქისთვის. წარმატებას გისურვებთ და ამ რეგიონისთვის სოფლის მეურნეობით დაწყებული, ტურიზმით გაგრძელებული და მეწარმეობით დამთავრებული ყველაფერი მნიშვნელოვანია. როცა ყოველწლიურად ვუყურებთ, რა ხდება ამბროლაურში, ონში ძალიან დიდი იმედის მომცემია. აბა, წარმატებას გისურვებთ, რაჭველებო! დაიწყეთ თქვენი ბიზნესი, გლეხობიდან გახდით ფერმერები და რაც შეიძლება მეტ ტურისტს უმასპინძლეთ“, – განაცხადა გახარიამ.