გიორგი გახარია - ვუსამძიმრებ ლექსო ლაშქარავას ოჯახს და ტელეკომპანია „პირველს“, მნიშვნელოვანია, ყველა კითხვას დროულად გაეცეს პასუხი
გიორგი გახარია - ვუსამძიმრებ ლექსო ლაშქარავას ოჯახს და ტელეკომპანია „პირველს“, მნიშვნელოვანია, ყველა კითხვას დროულად გაეცეს პასუხი

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

გიორგი გახარიას თქმით, მნიშვნელოვანია, ყველა კითხვას გაეცეს პასუხი.

„მთელი გულით ვიზიარებ ტკივილს, ვუსამძიმრებ ლექსო ლაშქარავას ოჯახს და ტელეკომპანია „პირველს“. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველა კითხვას დროულად გაეცეს პასუხი“, – წერს გიორგი გახარია „ფეისბუქზე“.