გიორგი გახარია - ვინმეს თუ ჰგონია, რომ წამოძახებით, მაშინ რატომ ვერ გააკეთე, რაიმე კომპლექსს გამიჩენენ, ვერ გამიჩენენ
გიორგი გახარია - ვინმეს თუ ჰგონია, რომ წამოძახებით, მაშინ რატომ ვერ გააკეთე, რაიმე კომპლექსს გამიჩენენ, ვერ გამიჩენენ

ვინმეს თუ ჰგონია, რომ იმის წამოძახებით, მაშინ რატომ ვერ გააკეთე, რაიმე კომპლექსს გამიჩენენ, ვერ გამიჩენენ, რადგან რაც ვერ გავაკეთეთ, არის ის ძირითადი მოტივაცია და პასუხისმგებლობა, რომ ბევრად უკეთესად, სწრაფად და ეფექტურად გავაკეთოთ ეს ყველაფერი, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ ბათუმში რეგიონული ორგანიზაციის დაფუძნების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

გიორგი გახარიას განცხადებით, მისი პრემიერ-მინისტრობის დროს ქვეყანაში ბევრი რამ გაკეთდა და რაც ვერ გაკეთდა, მისი თქმით, ეს არის პასუხისმგებლობა, რომ უფრო სწრაფად და ეფექტურად გაკეთდეს.

„ბევრი რამ გაკეთდა. მაგალითად, „ოცნების ქალაქი“, რომელიც მთლიანად გუნდის მხარდაჭერით გაკეთდა საკმაოდ ეფექტურად და სწრაფად. დარწმუნებული ვარ, მალე დასრულდება. ბევრი რამ გაკეთდა და მე ამაში მონაწილეობა მიღებული მაქვს. ბევრი რამ ვერ გაკეთდა და ეს არის ის პასუხისმგებლობა, რის გამოც, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს უნდა გავაკეთოთ უფრო სწრაფად, უფრო ეფექტურად და უფრო კეთილსინდისიერად. ეს არის ის, რატომაც ჩვენ ვდგავართ აქ. ეს არის ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენი მოქალაქეების წინაშე გვაქვს. ვინმეს თუ ჰგონია, რომ იმის წამოძახებით, მაშინ რატომ ვერ გააკეთე, მე რაიმე კომპლექსს გამიჩენენ, ვერ გამიჩენენ, ელემენტარული მიზეზის გამო – რაც ვერ გავაკეთეთ და ვაღიარებ, რომ ბევრი რამ ვერ გავაკეთეთ, არის ის ძირითადი მოტივაცია და ძირითადი პასუხისმგებლობა, რომ ბევრად უკეთესად, ბევრად უფრო სწრაფად და ეფექტურად გავაკეთოთ ეს ყველაფერი“, – განაცხადა გახარიამ.