გიორგი გახარია – ვანო მერაბიშვილი არ იყო და ვერ იქნებოდა პოლიტიკური პატიმარი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილი არ იყო პოლიტიკური პატიმარი.
ჟურნალისტების კითხვაზე, იყო თუ არა პოლიტპატიმარი ვანო მერაბიშვილი, გიორგი გახარიამ აღნიშნა: „რა თქმა უნდა ვანო მერაბიშვილი არ იყო და ვერ იქნებოდა პოლიტიკური პატიმარი“.