გიორგი გახარია - უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა
გიორგი გახარია - უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ყველას უნდა ესმოდეს, რომ გლობალურ პანდემიას ყველანი ერთად ებრძვიან.

მისივე თქმით, ყველას უნდა ახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად ამ პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა.

„დღეს საქართველომ შეიძლება თქვას და განაცხადოს, რომ ჩვენ ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა. ბატონებო, 102 წლის წინ, როდესაც ეროვნულმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი, მას შემდეგ ბევრი თაობები დამოუკიდებლობის განხორციელებისთვის იბრძოდნენ, შრომობდნენ. ზოგიერთმა მათგანმა და ბევრმა ამ ბრძოლას სიცოცხლე შესწირა. ყველა თაობას საქართველოს თავისუფლების და დამოუკიდებლობის ბრძოლისთვის ჰყავდა თავისი გმირი. ჩვენ უდიდესი პატივი უნდა მივაგოთ ამ ადამიანებს და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მათი სახელები. საქართველო დღეს თავისუფალია და ეს არის მათი დამსახურება, მაგრამ ჩვენი დამსახურება უნდა იყოს, რომ საქართველო გახდეს წარმატებული და ეფექტური სახელმწიფო და დღეს საქართველოს ჯარს ამ მისიის, ამ ფუნქციის შესრულებაში უდიდესი როლი აქვს“,- განაცხადა გახარიამ ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე, სადაც 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს.

დატოვე კომენტარი