გიორგი გახარია - უარესს საფრთხეს შევუქმნიდი ქვეყანას შს მინისტრის გათავისუფლებით, ჩემი გადადგომით მივიღე ქვეყნისთვის და „ოცნებისთვის“ ნაკლებად დამაზიანებელი გადაწყვეტილება
გიორგი გახარია - უარესს საფრთხეს შევუქმნიდი ქვეყანას შს მინისტრის გათავისუფლებით, ჩემი გადადგომით მივიღე ქვეყნისთვის და „ოცნებისთვის“ ნაკლებად დამაზიანებელი გადაწყვეტილება

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მან პრემიერის პოსტიდან გადადგომით სახელმწიფოს საფრთხე ააცილა.

როგორც გახარიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შს მინისტრის გადადგომა გაცილებით მე პრობლემას შექმნიდა ქვეყანაში.

„როდესაც ვნახე, რომ მთელ გუნდს, რომელიც ამ გადაწყვეტილების პროცესში იყო ჩართული, ჰქონდა სხვა პოზიცია და მე მქონდა სხვა პოზიცია, რა თქმა უნდა, ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, რადგან მე შემდგომში ხომ უნდა გამეგრძელებინა მუშაობა. უარესს საფრთხეს შევუქმნიდი ქვეყანას, შს მინისტრის მაშინ გათავისუფლებით. ჩემზე მნიშვნელოვანი არ იყო გომელაური, მაგრამ ამ გადაწყვეტილებით ისეთი შიდა დაპირისპირება დაიწყებოდა ქვეყანაში, რომლიდან გამოსვლაც იქნებოდა ბევრად უფრო რთული. ამიტომ, მე მივიღე ქვეყნისთვის და „ოცნებისთვის“ ნაკლებად დამაზიანებელი გადაწყვეტილება და ვთქვი, რომ იმედია, ეს ტემპერატურა დაცხრება, პოლარიზაცია დაიკლებს და ამ სისულელეს, რაც მერე მაინც გააკეთეს, არ გააკეთებენ-მეთქი. რა მოვიგე იცით, დრო მოვიგე და ეს ყველაფერი განხორციელდა ბევრად უფრო ნაკლები რისკებით და რბილად. იმუნიტეტის მოხსნა იყო პოლიტიკური აქტი“, – განაცხადა გახარიამ.