გიორგი გახარია - თბილისში დადებითობის მაჩვენებელი თუ ჩამოსცდება ოთხ პროცენტს, უახლოეს ერთ კვირაში, მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნაზეც უნდა ვისაუბროთ 
გიორგი გახარია - თბილისში დადებითობის მაჩვენებელი თუ ჩამოსცდება ოთხ პროცენტს, უახლოეს ერთ კვირაში, მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნაზეც უნდა ვისაუბროთ 

თუ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოსცდება 4 პროცენტს უახლოეს ერთ კვირაში, მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნაზეც უნდა ვისაუბროთ უფრო სწრაფად და ეკონომიკის იმ დარგების გახსნაზეც, რომლის შესაძლებლობასაც ეპიდმდგომარეობა გვაძლევს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როგორც კი დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში, ქალაქსა თუ ცალკეულ რეგიონში ჩამოსცდება ოთხ პროცენტს, შესაძლებელი გახდება გახსნის ის გეგმა, რომელიც უკვე წარმოდგენილია დაჩქარდეს.

„როგორც კი დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში, ქალაქში, ცალკეულ რეგიონში ჩამოსცდება 4%-ს, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვეძლება გახსნის ის გეგმა, რომელიც უკვე წარმოდგენილი გვაქვს დავაჩქაროთ. მაგალითად, თუ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოსცდება 4%-ს უახლოეს ერთ კვირაში, რა თქმა უნდა, მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნაზეც უნდა ვისაუბროთ უფრო სწრაფად და ეკონომიკის იმ დარგების გახსნაზეც, რომლის შესაძლებლობასაც ეპიდმდგომარეობა გვაძლევს. ასე რომ, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი და ეს ყველაფერი უნდა იყოს თანმიმდევრული, ბალანსის დაცვით და ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ საბოლოო მიზანი არის ბალანსის საშუალებით ეკონომიკის სწრაფი აღდგენა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამ დროის მონაცემებით, ბოლო ერთ კვირაში დადებითობის მაჩვენებელი ქვეყნის მასშტაბით საშუალოდ 6%-ს შეადგენს.