გიორგი გახარია - თბილისის მერობის კანდიდატზე არანაირი კონკრეტული გადაწყეტილება არ არსებობს, ვმუშაობთ, გვეყოლება ღირსეული კანდიდატი
გიორგი გახარია - თბილისის მერობის კანდიდატზე არანაირი კონკრეტული გადაწყეტილება არ არსებობს, ვმუშაობთ, გვეყოლება ღირსეული კანდიდატი

თბილისის მერობის კანდიდატზე არანაირი კონკრეტული გადაწყეტილება არ არსებობს, ვმუშაობთ, გვეყოლება ღირსეული კანდიდატი, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ სენაკში მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, რომ თბილისის მერობის კანდიდატზე პარტიას გადაწყვეტილება არ მიუღია და ამ საკითხზე მუშაობს.

„რაც შეეხება თბილისს, არანაირი კონკრეტული გადაწყეტილება თბილისის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით დღეს არ არსებობს. ვმუშაობთ, გვეყოლება ღირსეული კანდიდატი. კანდიდატებთან დაკავშირებით გამოვიყენებთ სრულად დროს, რომელიც გვაქვს. მოგეხსენებათ, ჩვენი გამოწვევა დღეს ის არის, რომ ერთდროულად ვაყალიბებთ პარტიულ სტრუქტურასაც და ვმონაწილეობთ მუნიციპალურ არჩევნებშიც. ჩვენ არ გვაქვს ის ფუფუნება, რაც აქვთ პარტიებს, კონკურენტებს, რომლებსაც ათწლეულებია და წლებია, უკვე პარტიული ინფრასტრუქტურა ჩამოყალიბებული აქვთ“, – განაცხადა გახარიამ.