გიორგი გახარია - თბილისის მერობის ჩემზე ბევრად უკეთესი კანდიდატი არსებობს
გიორგი გახარია - თბილისის მერობის ჩემზე ბევრად უკეთესი კანდიდატი არსებობს

პარტიის „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, გიორგი გახარიას განცხადებით, პარტია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.

„ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზანი არის, არჩევნებზე მოიპოვოს მაქსიმალური მხარდაჭერა. ეს იქნება ჩვენი მიზანი“, – აღნიშნა გახარიამ.

კითხვაზე, ვინ იქნება თბილისის მერობის კანდიდატი, გახარიამ უპასუხა: „ჩემზე ბევრად უკეთესი კანდიდატი არსებობს“.

ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ საკრებულოში უმრავლესობას ვერ შექმნის, მხარს დაუჭერს თუ არა, გახარიამ უპასუხა: „სხვებსაც დავუჭერთ, ვინც ღირსეული იქნება“.

„იქ სადაც ღირსეული კანდიდატი იქნება, ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ ექნება მის წარმომავლობას“, – აღნიშნა მან.

გარდა ამისა, გიორგი გახარია უახლოეს მომავალში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს.

„ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი დღე, პასუხისმგებლობის თვალსაზრისითაც, ემოციურადაც და კიდევ ბევრი სხვადასხვა მიზეზით. მე გპირდებით, რომ უახლოეს პერიოდში, ალბათ ორშაბათს ან სამშაბათს, გვექნება შეხვედრა სატელევიზიო მედიის ყველა წარმომადგენელთან, სადაც საუბრისთვის ბევრად უკეთესი შესაძლებლობა იქნება“, – განაცხადა გახარიამ.