გიორგი გახარია - თავისუფლება უდიდესი პასუხისმგებლობაა, თითოეულ ჩვენგანს სჭირდება უმძიმესი შრომა, რომ ეს დამოუკიდებლობა ერთიან, წარმატებულ ქვეყანაში ვიზეიმოთ
გიორგი გახარია - თავისუფლება უდიდესი პასუხისმგებლობაა, თითოეულ ჩვენგანს სჭირდება უმძიმესი შრომა, რომ ეს დამოუკიდებლობა ერთიან, წარმატებულ ქვეყანაში ვიზეიმოთ

თავისუფლება უდიდესი პასუხისმგებლობაა, თითოეულ ჩვენგანს სჭირდება უმძიმესი შრომა იმისთვის, რომ ეს დამოუკიდებლობა და თავისუფლება ვიზეიმოთ ერთიან, წარმატებულ ქვეყანაში , – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ზუგდიდში განაცხადა, სადაც დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასასწრებად ჩავიდა.

გახარიას თქმით, 26 მაისი არის ის მიღწევა, რომლისთვისაც ქვეყნის თაობები იბრძოდნენ.

„ძალზედ სიმბოლურია, რომ შსს ამ დღეს აღნიშნავს ზუგდიდში, რამეთუ წარმოუდგენელია დამოუკიდებლობა, თავისუფლება ერთიანი ქვეყნის გარეშე. პირველ რიგში ზუგდიდიდან, ისევე როგორც გორიდან, აღქმა ამ დღის, არის ბევრად უფრო მძაფრი და ემოციური.

ყველას კარგად გვახსოვს 1918 წლის 26 მაისი, როდესაც პირველი რესპუბლიკა იყო უდიდესი მიღწევა არა მარტო ამ ქვეყნისთვის, არამედ მსოფლიო დემოკრატიისთვის. სიმბოლური დღეა, რადგან მაშინაც 26 მაისი იყო კვირა დღე და დღესაც კვირაა.

არ უნდა დაგვავიწყდეს, განსაკუთრებით სამეგრელოდან 1991 წლის 9 აპრილი, როდესაც კიდევ უფრო გაძლიერდა ეს დამოუკიდებლობა, რომელმაც ახალი, თანამედროვე იერსახე და ფერები შეიძინა. ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ ამ დამოუკიდებლობის საფუძველი შექმნეს. ჩვენთვის ამ დღის აღნიშვნა სამეგრელოში, კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ არის აბსოლუტურად სიმბოლური და ჩვენ გვინდა, ყველამ ერთად დამოუკიდებლობა ვიზეიმოთ ერთიან ქვეყანაში და გვახსოვდეს ყოველთვის, რომ თავისუფლება არის უდიდესი პასუხისმგებლობა. თითოეულ ჩვენგანის სჭირდება უმძიმესი შრომა იმისთვის, რომ ეს დამოუკიდებლობა და თავისუფლება ვიზეიმოთ ერთიან, წარმატებულ ქვეყანაში“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.