გიორგი გახარია - სურსათის მარაგზე, განსაკუთრებით, ცხრა საბაზისო პროდუქტზე, არანაირი რისკები ქვეყანაში არ არსებობს, მეტსაც გეტყვით, არც იარსებებს
გიორგი გახარია - სურსათის მარაგზე, განსაკუთრებით, ცხრა საბაზისო პროდუქტზე, არანაირი რისკები ქვეყანაში არ არსებობს, მეტსაც გეტყვით, არც იარსებებს

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ინფორმაცია ვრცელდება, რომ „ევრაზიულმა კავშირმა“ ექსპორტი აკრძალა და ა.შ. სასურსათო მარაგების, განსაკუთრებით, იმ ცხრა საბაზისო სასურსათო პროდუქტზე, რომლის ჩამონათვალიც არსებობს, არანაირი რისკები ქვეყანაში არ არსებობს, მეტსაც გეტყვით, არც იარსებებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში კორონავირუსთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, მთავრობამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ ამ პროდუქტების შეძენის ფინანსური შესაძლებლობა.

„სასურსათო პროდუქტების პრობლემა არ იქნება. ჩვენ, მთავრობამ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ არ ჰქონდეთ ფინანსური შეზღუდვა, ეს პროდუქტები შეიძინონ. ეს იქნება მთავარი გამოწვევა ეკონომიკისა და ჩვენი, თორემ პროდუქტი იქნება საკმარისზე მეტი“, – განაცხადა პრემიერმა.