გიორგი გახარია - შინაარსობრივ დისკუსიას არასოდეს გავქცევივარ, პარტიული დებატები პარტიის გადასაწყვეტია
გიორგი გახარია - შინაარსობრივ დისკუსიას არასოდეს გავქცევივარ, პარტიული დებატები პარტიის გადასაწყვეტია

შინაარსობრივ დისკუსიას არასოდეს გავქცევივარ, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, გიორგი ვაშაძისა და მამუკა ხაზარაძის მიერ დებატებში მის გამოწვევასთან დაკავშირებით.

„საერთოდ, პოლიტიკური დებატები, მათ შორის პარტიული დებატები, საარჩევნო პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. რა თქმა უნდა, ეს ასეა. ამასთან ერთად, უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ეს დებატები უნდა იყოს საქმიანი, შინაარსობრივი და რაც მთავარია, სიმართლეზე დაფუძნებული.

ეს, საუბარია პარტიულ დებატებზე. ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, უბრალოდ, ამისთვის ფიზიკურად დრო არ მაქვს.

თუმცა, რა თქმა უნდა, ეს დებატები შედგება, ეს არის პარტიის გადასაწყვეტი, პარტიული დებატები იქნება. მე არასოდეს არ გავქცეულვარ არანაირ შინაარსობრივ დისკუსიას, არავისგან, მით უმეტეს, ამ ბატონებისგან“, – განაცხადა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.