გიორგი გახარია - შეზღუდვები გრძელდება საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლაზე, რესტორნები ადგილზე მომსახურებით ვერ იმუშავებენ, სავაჭრო მოლები და სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობები დახურული რჩება
გიორგი გახარია - შეზღუდვები გრძელდება საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლაზე, რესტორნები ადგილზე მომსახურებით ვერ იმუშავებენ, სავაჭრო მოლები და სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობები დახურული რჩება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე იმ შეზღუდვებზეც ისაუბრა, რომელიც ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით კვლავ რჩება.

„შეზღუდვები გრძელდება საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლაზე, რესტორნები ადგილზე მომსახურებით ვერ იმუშავებენ, სავაჭრო ცენტრები, მოლებს ვგულისხმობთ, დახურული რჩება, სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობები დახურული რჩება“, – განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი უქმდება. გარდა ამისა, შეზღუდვა სამ პირზე მანქანაში მხოლოდ და მხოლოდ რჩება ტაქსებში, გაუქმდება საკარანტინო რეჟიმი. ბოლნისის მუნიციპალიტეტში კარანტინი დარჩება მხოლოდ და მხოლოდ ორ სოფელში – მუშევანი და გეტა.

დატოვე კომენტარი