გიორგი გახარია - შეკრების, მანიფესტაციების, გამოხატვის თავისუფლებას არაფერი ემუქრება
გიორგი გახარია - შეკრების, მანიფესტაციების, გამოხატვის თავისუფლებას არაფერი ემუქრება

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ შეკრების, მანიფესტაციების ან გამოხატვის თავისუფლებას ეპიდემიოლოგიურ ჭრილში არაფერი არ ემუქრება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ყველას შეეძლება მოაწყოს, რამდენიც უნდა, მიტინგი, ოღონდ კანონის სრული დაცვით და შეიძლება პირბადით, მაგრამ ამას სერიოზული საკანონმდებლო ცვლილებები სჭირდება და ეს, ერთ და ორ დღეში ვერ გაკეთდება.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ შეკრების, მანიფესტაციების, ან გამოხატვის თავისუფლებას ეპიდემიოლოგიურ ჭრილში არაფერი არ ემუქრება, მაგრამ შეიძლება, მაგალითად ჩვენ მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ სავალდებულო გავხადოთ პირბადის ტარება, როგორც დახურულ შენობაში, ასევე გარეთაც, იმიტომ, რომ დღეს, მოგეხსენებათ, სავალდებულო არის მხოლოდ დახურულ შენობაში და რაც შეეხება ღია სივრცეს, არის მკაცრი რეკომენდაცია. ამიტომ, ყველას შეეძლება მოაწყოს, რამდენიც უნდა, მიტინგი, ოღონდ კანონის სრული დაცვით და შეიძლება პირბადით, ოღონდ ამას სერიოზული საკანონმდებლო ცვლილებები სჭირდება და ეს, ერთ და ორ დღეში ვერ გაკეთდება, ამიტომ, არავის გამოხატვის თავისუფლებას არაფერი არ ემუქრება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

დატოვე კომენტარი