გიორგი გახარია - შეძრული ვარ ბუჩაში რუსი დამპყრობლების მიერ ჩადენილი სასტიკი მკვლელობებით, სამართალი უნდა აღსრულდეს და არავინ დარჩეს დაუსჯელი
გიორგი გახარია - შეძრული ვარ ბუჩაში რუსი დამპყრობლების მიერ ჩადენილი სასტიკი მკვლელობებით, სამართალი უნდა აღსრულდეს და არავინ დარჩეს დაუსჯელი

არავინ უნდა დარჩეს დაუსჯელი საშინელი ომის დანაშაულებისა და არაადამიანობისთვის, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, შეძრულია ბუჩაში ჩადენილი სასტიკი მკვლელობებით.

„შეძრული ვარ ბუჩაში რუსი დამპყრობლების მიერ ჩადენილი სასტიკი მკვლელობებით. სამართალი უნდა აღსრულდეს და არავინ დარჩეს დაუსჯელი ამ საშინელი ომის დანაშაულებისა და არაადამიანობისთვის“, – წერს გიორგი გახარია „ტვიტერზე“.

უკრაინის ქალაქ ბუჩადან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ, ქალაქში მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები იპოვეს.