გიორგი გახარია - სახელმწიფო სამოქალაქო დაპირისპირებას არ დაუშვებს
გიორგი გახარია - სახელმწიფო სამოქალაქო დაპირისპირებას არ დაუშვებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება სამოქალაქო დაპირისპირებას არ დაუშვებს.

მისივე თქმით, ძალადობაში ეჭვმიტანილმა ყველა პირმა, ვის მხარესაც არ უნდა იყოს ის, პასუხი უნდა აგოს.

„რა თქმა უნდა, არანაირ სამოქალაქო დაპირისპირებაზე საუბარი არ არის და  სახელმწიფო ამას არ დაუშვებს. ეს ერთი, მეორე, ძალადობაში ეჭვმიტანილი ყველა ფიგურანტი, განურჩევლად იმისა რომელ მხარეს იყო, უნდა იყოს დასჯილი, ეს არის  სახელმწიფოს ვალდებულება. მესამე, კონტრაქცია, აქცია, ეს უკვე პოლიტიკური შეფასებებია და ყველა მხარე აძლევს თავისთვის საინტერესო და  მომგებიან პოლიტიკურ შეფასებას. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს არის უაღრესად ემოციური ფონი, ამის გამომწვევი მიზეზები ბევრია. პირველ რიგში,  გამომწვევია ის, რომ პოლიტიკური პროცესი პარლამენტში კი არ მიმდინარეობს, არამედ ქუჩაში. სამწუხაროდ, უპასუხისმგბელო ადამიანები ცდილობენ,  ქუჩაში, ამ ემოციურად დაძაბულ პროცესში, ჩაითრიონ ახალგაზრდები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

დატოვე კომენტარი