გიორგი გახარია - საერთოდ, ოპოზიციაც არის ხელისუფლების ნაწილი, ნორმალურ ქვეყანაში ყველა იდგებოდა ერთად, უნდა ვაკეთებდეთ ერთ საქმეს
გიორგი გახარია - საერთოდ, ოპოზიციაც არის ხელისუფლების ნაწილი, ნორმალურ ქვეყანაში ყველა იდგებოდა ერთად, უნდა ვაკეთებდეთ ერთ საქმეს

ნორმალურ ქვეყანაში საერთოდ ოპოზიციაც არის ხელისუფლების ნაწილი, ნორმალურ ქვეყანაში ყველა იდგებოდა ერთად, უნდა ვაკეთებდეთ ერთ საქმეს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.

მისი თქმით, არავის უნდა მიეცეს შესაძლებლობა, პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოიყენოს ისეთი საკითხები, როგორიც არის ჯანდაცვა და ადამიანების სიცოცხლე.

„ჯანდაცვის სამინისტროს მინდა ვთხოვო, ისევე როგორც ყველა უწყებას, ვინც ჩართულია, რეალურად, რაც ახლა ხდება მუშევანში, მაგალითად, როდესაც ასე პირდაპირ მივდივართ, მოსახლეობას ვტესტავთ და დაახლოებით 30 პროცენტი ამოვარდა ინფიცირებულების, იგივე ხდება ჩვენს მეზობელ სომხეთში. იგივე ხდება, მუშევანშიო, ბატონმა პაატამ ბრძანა გუშინ. ასეთი რაღაცები როცა ხდება რეგიონში და ჩვენ რაღაცნაირად ასე თუ ისე, ნორმალურად ვოპერირებთ, აქ მე ვფიქრობ, რომ ნორმალურ ქვეყანაში, საერთოდ ოპოზიციაც არის ხელისუფლების ნაწილი, ნორმალურ ქვეყანაში ყველა იდგებოდა ერთად და უნდა ვაკეთებდეთ ერთ საქმეს. სამწუხაროა, მაგრამ ამასაც უნდა გავუძლოთ. ამიტომ მთავარია, რომ ეს ფორმატი ახლა უნდა აღდგეს, ასე ცოცხლად და ეს უნდა იყოს ფორმატი იმ პლატფორმის, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, არ მივცეთ არავის საშუალება პოლიტიკური სპეკულაციებისთვის ისეთი საკითხების გამოყენების, როგორიც არის ჯანდაცვა, ჯანმრთელობა და ადამიანების სიცოცხლე“, – განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ ასევე მნიშვნელოვანია ეკონომიკის ფრთხილი ამოქმედება.