როგორც კი საჭირო იქნება, მაშინვე გადავდგები, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში ჟურნალისტების კითხვაზე პასუხისას განაცხადა, გადადგება თუ არა თანამდებობიდან.
შს მინისტრის თქმით, როგორი დასასრულიც არ უნდა ჰქონდეს დღევანდელ შემთხვევას, ყველა დაისჯება კანონის სიმკაცრით.
„თავდასხმა პოლიციაზე, თავდასხმა პარლამენტზე, როგორი დასასრულიც არ უნდა ჰქონდეს ამ შემთხვევას, ყველა დაისჯება კანონის სიმკაცრით. ყველას ვთხოვ, პატივი ვცეთ პოლიციელს, რომ ღირსეულად შეასრულოს ფუნქცია. ამის შემდეგ ყველა შევძლებთ წყნარად, მშვიდად გადავწყვიტოთ, რა არის სწორი. რაც აქ ხდება, არის პოლიტიკური მეთოდით მცდელობა, რომ ქვეყანა მივიყვანოთ კატასტროფისკენ.
როგორც კი საჭირო იქნება, მაშინვე გადავდგები“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.