გიორგი გახარია - რელიგია არის ის ბეწვის ხიდი, წითელი ხაზი, რომელზეც ხელისუფლებამ კი არა, ქვეყანამ და მოქალაქეებმა გაიარეს
გიორგი გახარია - რელიგია არის ის ბეწვის ხიდი, წითელი ხაზი, რომელზეც ხელისუფლებამ კი არა, ქვეყანამ და მოქალაქეებმა გაიარეს

რელიგია არის ის ბეწვის ხიდი, წითელი ხაზი, რომელზეც ხელისუფლებამ კი არა, ქვეყანამ და მოქალაქეებმა გაიარეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ადამიანმა, მოქალაქემ დაიჯერა, ენდო მთავრობას და თქვა, რომ რელიგიური მრწამსის აღსრულებისას გარკვეულ წესებს დაიცავდა.

„რელიგია არის ის ბეწვის ხიდი, წითელი ხაზი, რომელზეც ვთვლი, რომ ხელისუფლებამ კი არა, ქვეყანამ გაიარა, მოქალაქემ გაიარა, არც მე და არც თქვენ. თქვენ იყავით ერთი მხრიდან, რომლებიც პოლიტიკურ მიზანშეწონილობას ხედავდით, ახლა შევანჯღრევთ და იქნებ როგორმე კონფლიქტი გაჩნდეს, ამას ცდილობდით, ყოველ შემთხვევაში გარედან ასე ჩანდა. რეალურად მარტივი რაღაც მოხდა, ადამიანმა, მოქალაქემ დაიჯერა, ენდო მთავრობას და თქვა, რომ მე, ჩემი რელიგიური მრწამსის აღსრულებისას გარკვეულ წესებს დავიცავ და ეს წესები სადღაც ორი მეტრი იყო, სადღაც უფრო მეტი. იყო ერთეული შემთხვევები, სადღაც მართლაც მოხდა რაღაც. ამ ყველაფერში მთავრი არის ის, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც არის ათასწლოვანი ისტორიის ერთ-ერთი სერიოზული კომპონენტი, შეიცვალა ისე, რომ ადამიანებს მოუწოდებდა არა იმას, რაც მთავრობისთვის იქნებოდა კარგი, რომ სასულიერო მსახურება აღდგომის ღამეს არ აღვასრულოთ, ამას არ მოუწოდებდა, მოუწოდებდა ეს გავაკეთოთ, ოღონ დავიცვათ წესები. საბოლოო ჯამში, მივიღეთ ქართული ეკლესიის სურათები მსოფლიოში, სადაც ადამიანები ლოცულობენ ორმეტრიანი დისტანციით. ეს არ არის მთავარი, მთავარი არის ის, რომ ეპიდემიური აფეთქება არ მივიღეთ. მართალი რომ ვიყავით, ეს გაიგეთ“, – მიმართა გიორგი გახარიამ ოპოზიციას.