გიორგი გახარია - რასაც ვაკეთებთ, ეფექტიანად უნდა კეთდებოდეს, დათვლადი და გაზომვადი იყოს, რა სახით მიდის თითოეულ მოქალაქემდე თითოეული ლარი
გიორგი გახარია - რასაც ვაკეთებთ, ეფექტიანად უნდა კეთდებოდეს, დათვლადი და გაზომვადი იყოს, რა სახით მიდის თითოეულ მოქალაქემდე თითოეული ლარი

ჩვენი მიზანია, დროისა და ეფექტურობის ნაწილში დათვლადი და გაზომვადი იყოს, რა სახით მიდის თითოეულ მოქალაქემდე თითოეული ლარი, რომელსაც სახელმწიფო ხარჯავს და უნდა გვახსოვდეს, რომ თუ პასუხისმგებლობას ვიღებთ, ეს პასუხისმგებლობა აუცილებლად დადგება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, გორში შიდა ქართლის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა დგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ინფორმაცია მოისმინა რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, რომელთა მოგვარება მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით ვერ ხერხდება. პრემიერის განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ხელისუფების მოქმედება უფრო ეფექტიანი გახდეს.

„ჩვენ ღიად უნდა ვთქვათ, რა პრობლემები გვაქვს და როგორი გეგმები მათ გადასაჭრელად, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც სიტყვას ვიტყვით, ამ სიტყვაზე პასუხიც მოგვეთხოვება. სხვაგვარი პრინციპი არ არსებობს. თუ პასუხისმგებლობას ვიღებთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს პასუხისმგებლობა დადგება. მე ასე ვმუშაობ. თითოეული თქვენგანის შეფასება იქნება იმ მოქალაქის კმაყოფილება, რომელსაც თქვენ ემსახურებით. სახელმწიფოს აქვს რესურსი და საშუალება იმისთვის, რომ რასაც ვაკეთებთ, ეფექტიანად კეთდებოდეს და ამის ძირითადი ინსტრუმენტები უნდა იყოთ თქვენ, როგორც არჩეული, ისე – დანიშნული თანამდებობის პირები. ჩვენი ძირითადი ვალდებულება და ფუნქცია, ვიდრე აქ ვართ, არის, ვემსახუროთ არა საკუთარ თავს, არამედ ხალხს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დატოვე კომენტარი