გიორგი გახარია - რაც მე ამ პარლამენტში მომითმენია, აქედან ადამიანების ევაკუირება მომიხდენია,ზოგჯერ შტურმებისგან შენობის დაცვაც მომიწია
გიორგი გახარია - რაც მე ამ პარლამენტში მომითმენია, აქედან ადამიანების ევაკუირება მომიხდენია,ზოგჯერ შტურმებისგან შენობის დაცვაც მომიწია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციას პატივს სცემს და ყოფილა შემთხვევები, როცა უმძიმეს პირობებშიც მისულა საკანონმდებლო ორგანოში.

გახარიამ ამ კომენტარით უპასუხა ოპოზიციონერი დეპუტატის გიგი წერეთელის კითხვას, რომლის თანახმადაც, აღმასრულებელი ხელისუფლებიდან პარლამენტში ოთხი თვის განმავლობაში არავინ მისულა და რამდენად შეესაბამება ეს საპარლამენტო რესპუბლიკას.

„გულწრფელად გეუბნებით, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციას პატივს ვცემ, რაც მე ამ პარლამენტში, აქაც და ქუთაისშიც მომითმენია, პასუსიხმგებლიანად მოვსულვარ, ვთვლი, რომ ეს არის პროცესი.

ყოფილა შემთხვევები, რომ უმძიმეს პირობებში მოვსულვარ აქ, არა მხოლოდ პასუხის გასაცემად, ისეთი შემთხვევებიც მქონია, რომ აქედან ადამიანების ევაკუირება მომიხდენია,ზოგჯერ ამ შენობის დაცვაც მომიწია შტურმებისგან და ასე შემდეგ. საპარლამენტო ზედამხედველობის ფუნქციას პატივს ვცემ და ყველაფერს გავაკეთებ, რათა მისი აღსრულება მოხდეს.

კანონი არ დამირღვევია და იმიტომ ვდგავარ აქ, მიუხედავად იმისა, რომ 29-ში კიდევ რაღაც ღონისძიება მაქვს და ერთ თვეში ისევ უნდა მოვიდე, არ მაქვს არანაირი პრობლემა, ვიცი, პატივს ვცემ, ვაფასებ. რაც შეეხება მთავრობის წევრებს, ვიცი, რომ ქალბატონი მაია ცქიტიშვილი იყო საკომიტეტო მოსმენებზე, ქალბატონი ეკა ბრძანდებოდა. საგანგებო მდგომარეობის პირობებში  პარლამენტის  უგულებელყოფა არ ყოფილა“,- განაცხადა გახარიამ.