გიორგი გახარია - ქვეყნის წარმატებას არ ექნება საბოლოო ფასი, თუ ვერ მოხერხდება ქვეყნის მთლიანობის აღდგენა 
გიორგი გახარია - ქვეყნის წარმატებას არ ექნება საბოლოო ფასი, თუ ვერ მოხერხდება ქვეყნის მთლიანობის აღდგენა 

როდესაც ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის წარმატებაზე, ყოველთვის, ყოველი ნაბიჯის დროს უნდა გვახსოვდეს ოკუპაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ნაძალადევის ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მიხეილ ყაველაშვილის წარდგენაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის წარმატებას არ ექნება საბოლოო ფასი, თუ ვერ მოხერხდება ქვეყნის მთლიანობის აღდგენა.

„ქვეყნის წარმატებას არ ექნება საბოლოო, თუ არ ვიზრუნეთ თითოეულ დევნილზე, მოქალაქეებზე, თავისივე სამშობლოში დევნილ ადამიანებზე. რაც არ უნდა ვთქვათ ჩვენ აქ, იმასთან დაკავშირებით, რომ შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში ბინებით უზრუნველვყოფთ 13 000 დევნილს, ეს არ ნიშნავს არაფერს, საბოლოო მიზანი და შედეგი უნდა იყოს ქვეყნის გამთლიანება და ჩვენი დევნილი მოსახლეობის საკუთარ სახლებში დაბრუნება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დატოვე კომენტარი