გიორგი გახარია - ქუთაისს მალე ექნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მნიშვნელობაც პარლამენტის შენობაზე ბევრად მეტია
გიორგი გახარია - ქუთაისს მალე ექნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მნიშვნელობაც პარლამენტის შენობაზე ბევრად მეტია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ადასტურებს ინფორმაციას, რომ ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობა გაიყიდება.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომ ამით ქუთაისს განვითარების შანსი ერთმევა, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქუთაისს მალე ექნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მნიშვნელობაც პარლამენტის შენობაზე ბევრად მეტია.

„რას ნიშნავს, შანსს არ ვუტოვებთ ქუთაისს, რომ დაიბრუნოს პარლამენტი? ქუთაისს სულ მალე ექნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მნიშვნელობაც ქალაქისთვის იქნება ბევრად მეტი, ვიდრე პარლამენტი.

გარდა ამისა, პარლამენტის შენობასაც ექნება თავის დატვირთვა, მან უნდა შეიძინოს ახალი, ეკონომიკურად უფრო მიმზიდველი დატვირთვა. ქუთაისის მომავალი რა შეიძლება და რა უნდა იყოს – განათლება, მედიცინა ლოგისტიკა, ტრანსპორტირება და კიდევ ბევრი რამ, არა მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.