გიორგი გახარია - „ქართული ოცნების“ სოლიდარობის აქტი არის კიდევ ერთი დასტური, როგორ იქმნება სახელმწიფო ინსტიტუტები და ძლიერდება ქვეყანა მსგავსი გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლის პერიოდში
გიორგი გახარია - „ქართული ოცნების“ სოლიდარობის აქტი არის კიდევ ერთი დასტური, როგორ იქმნება სახელმწიფო ინსტიტუტები და ძლიერდება ქვეყანა მსგავსი გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლის პერიოდში

„ქართული ოცნების“ ინიციატივა არის სოლიდარობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება მასობრივი მოძრაობა არა მხოლოდ ჩვენი გუნდის წარმომადგენლების, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, ყოველთვიური სახელფასო ანაზღაურებიდან შესაბამის ფონდში გადარიცხვების თაობაზე არის კიდევ ერთი დასტური იმისა, როგორ იქმნება სახელმწიფო ინსტიტუტები და როგორ ძლიერდება ქვეყანა მსგავსი გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლის პერიოდში.

„მინდა გამოვეხმაურო „ქართული ოცნების“ ინიციატივას, პოლიტიკოსების მხრიდან, ისევე, როგორც პარლამენტარების მხრიდან, მთავრობის მხრიდან, მათი ყოველთვიური სახელფასო ანაზღაურებიდან შესაბამის ფონდში გადარიცხვების თაობაზე და, რა თქმა უნდა, ვთვლი, რომ ეს არის სოლიდარობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება მასობრივი მოძრაობა არა მხოლოდ ჩვენი გუნდის წარმომადგენლების. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, როგორ იქმნება სახელმწიფო ინსტიტუტები და როგორ ძლიერდება ქვეყანა მსგავსი გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლის პერიოდში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

დატოვე კომენტარი