გიორგი გახარია - პირბადის ტარების მაჩვენებელი 65 პროცენტამდეა გაზრდილი, თუმცა საკმარისი არ არის, 90-95 პროცენტია ის მონაცემები, როცა ეკონომიკის უფრო თამამად გახსნა შეგვეძლება
გიორგი გახარია - პირბადის ტარების მაჩვენებელი 65 პროცენტამდეა გაზრდილი, თუმცა საკმარისი არ არის, 90-95 პროცენტია ის მონაცემები, როცა ეკონომიკის უფრო თამამად გახსნა შეგვეძლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელის გიორგი გახარიას განცხადებით, ინფექციის გავრცელების ტემპების შეჩერებასთან ერთად, გარდამავალი შედეგია ის, რომ ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი 65 პროცენტამდე არის გაზრდილი.

თუმცა, გახარიას თქმით, ეს საკმარისი არ არის და აღნიშნული მაჩვენებელი 90-95 პრიცენტამდე უნდა ავიდეს, რაც უკვე ეკონომიკის უფრო თამამად გახსნის საშუალებას მისცემთ.

„მოგეხსენებათ, რომ ერთ-ერთი მიღწევა, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, როგორც ასევე გარდამავალი შედეგი, არის ის, რომ ქვეყანაში პირბადის ტარება გაზრდილია დაახლოებით 65 პროცენტამდე, თუმცა ეს არ არის საკმარისი. ჩვენი მიზანია 90-95 პროცენტი. ეს ის მონაცემებია, როდესაც ჩვენ შეგვეძლება უკვე ეკონომიკის უფრო თამამად გახსნა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, პირველ რიგში ჩვენს ხანდაზმულებზე, მოხუცებზე, ქრონიკული დაავადებების მატარებელ ჩვენს მოქალაქეებზე და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი მობილურობა შევინარჩუნოთ დაბალ დონეზე, ან გავზარდოთ მაშინ, როდესაც ყველა რისკი გადაზღვეული გვექნება, გავაკეთოთ ეს უაღრესად გონივრულად. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა  ერთმანეთის, ჩვენი მოქალაქეებისა და ჩვენი ხანდაზმულების წინაშე“,-  განაცხადა გიორგი გახარიამ.