გიორგი გახარია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოცხადდება

11:03, 14.04.2025

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოცხადდება.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახურში ადასტურებენ.

გიორგი გახარიას 12:00 საათისთვის პარტიაში ბრიფინგი ჰქონდა დაანონსებული, რომელიც გაუქმდა.

გიორგი გახარია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 2019 წლის 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით არის დაბარებული.

მსგავსი