გიორგი გახარია ოფიციალური ვიზიტით თურქეთში გაემგზავრა
გიორგი გახარია ოფიციალური ვიზიტით თურქეთში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ოფიციალური ვიზიტები მეზობელ ქვეყნებში გრძელდება.

გიორგი გახარია ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა.

საქართველოს პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ანკარაში დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები.

საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი იმყოფებიან.