გიორგი გახარია - ჩემი რეიტინგი ის ხალხია, რომლებიც აქ არიან, ნებისმიერი ორგანიზაციის კვლევა ჩემთვის მხოლოდ ტექნიკური ინფორმაციაა
გიორგი გახარია - ჩემი რეიტინგი ის ხალხია, რომლებიც აქ არიან, ნებისმიერი ორგანიზაციის კვლევა ჩემთვის მხოლოდ ტექნიკური ინფორმაციაა

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია „აირაის“ შედეგებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მისთვის კვლევის შედეგი მხოლოდ ტექნიკური ინფორმაციაა.

„ჩემი რეიტინგი ის ხალხია, რომლებიც აქ არიან. „აირაის“ და ნებისმიერი კვლევითი ორგანიზაციის კვლევები ჩემთვის არის მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური ინფორმაცია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

IRI-ის კვლევის მიხედვით, რომელიც 2 აგვისტოს გამოქვეყნდა,  გამოკითხულთა მოწონების მიხედვით, პირველ სამეულში ილია მეორე, კახა კალაძე და გიორგი გახარია არიან.