გიორგი გახარია ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
გიორგი გახარია ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, როსარია პუგლისის შეხვდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და რეგიონში უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის, ჰიბრიდულ საფრთხეებზე ისაუბრეს. შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას საქართველოს უსაფრთხოებასა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საკითხში.

გიორგი გახარიამ როსარია პუგლისის ახლად შექმნილი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კონცეფციისა და მიზნების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.