გიორგი გახარია მოლდოვის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გიორგი გახარია მოლდოვის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია  მოლდოვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს, ალექსანდრუ ჟიზდანს  შეხვდა.

ალექსანდრუ ჟიზდანი, მოლდოვის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციასთან ერთად,  თბილისში „აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე გიორგი გახარიამ მოლდოველ კოლეგასთან ქვეყნებს შორის  თანამშრომლობის გაღრმავებას გაუსვა ხაზი. მხარეებმა საქართველოსა და მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის არსებული თანამშრომლობა  განიხილეს და სამომავლო გეგმები დასახეს.