გიორგი გახარია - მნიშვნელოვანია, ადამიანებმა იცოდნენ, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში COVID 19-ის გავრცელება არის დაბალი, ეს ქმნის დამატებით შესაძლებლობას ტურიზმის განვითარებისთვის
გიორგი გახარია - მნიშვნელოვანია, ადამიანებმა იცოდნენ, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში COVID 19-ის გავრცელება არის დაბალი, ეს ქმნის დამატებით შესაძლებლობას ტურიზმის განვითარებისთვის

დღეს მსოფლიოში კოვიდისგან მწვანე რეგიონები და ქვეყნები, როგორადაც ითვლება საქართველო, ძალიან ცოტაა, ამიტომ, ეს თქვენ რაღაც დამატებით ღირებულებას მოგცემთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ქუთაისში, ტურიზმის სექტორთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, ადამიანებმა იცოდნენ, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში COVID 19-ის გავრცელება არის დაბალი.

პრემიერის თქმით, ეს ქმნის დამატებით შესაძლებლობას, ტურიზმიც განვითარდეს და ეკონომიკის სხვა დარგებიც.

„ერთმნიშვნელოვნად იმას უნდა მიხვდეთ, რომ დღეს ჩამოსული ტურისტი სულ სხვანაირი ტურისტია, მას მეტი გადახდისუნარიანობა აქვს, ვიდრე ზურგჩანთა გადაკიდებული ტურისტი, რომელიც ავტოსტოპით მთელ მსოფლიოს მოივლის. აქ უფრო სხვა სეგმენტის ხალხი მოვა, უფრო სხვა მოთხოვნები ექნებათ და დარწმუნებული ვარ, ეს შესაძლებლობას მოგცემთ, მეტი შემოსავალი გქონდეთ. ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანებმა იცოდნენ, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში COVID 19-ის გავრცელება არის დაბალი. ეს უნდა შევინარჩუნოთ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, ტურიზმიც განვავითაროთ და ეკონომიკის სხვა დარგებიც“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.