გიორგი გახარია - მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ მოქალაქეს გონიერებისთვის, რამეთუ დღეს ტრანსპორტში პირბადის გარეშე გადაადგილების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
გიორგი გახარია - მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ მოქალაქეს გონიერებისთვის, რამეთუ დღეს ტრანსპორტში პირბადის გარეშე გადაადგილების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ მოქალაქეს გონიერებისთვის, რამეთუ დღეს ტრანსპორტში პირბადის გარეშე გადაადგილების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება.

„დღეს ჩვენ ქვეყანაში გვყავს რვა ახალი ინფიცირებული, აქედან ექვსი ადამიანი არის საკარანტინო ზონიდან და ორი ადამიანი არის სატვირთო მანქანების მძღოლი. მინდა, პირველ რიგში, გადამზიდავი კომპანიის მფლობელებს, ხელმძღვანელებს მოვუწოდო, მჭიდროდ ითანამშრომლონ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან და საკოორდინაციო შტაბთან, რამეთუ ნათელია, რომ მძღოლები, რომლებიც სატრანზიტო ფუნქციას ასრულებენ, არიან ყველაზე მაღალი რისკის შემცველები და მათი კონტროლი, პარალელურად, რომ მათ შრომა არ გააჩერონ და გააგრძელონ მუშაობა, არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ამიტომ ვთვლი, რომ ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეებისათვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა მოქალაქეებს გამოჩენილი გონიერებისთვის და თანადგომისთვის და აღნიშნა, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენის შემდეგ, ჯერჯერობით პირბადის გარეშე გადაადგილების ფაქტი არ გამოვლენილა.

„ასევე, მინდა გაგახსენოთ, რომ დღეს საქართველოში გაიხსნა ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩვენს მოქალაქეს გონიერებისთვის და თანადგომისთვის, რამეთუ დღეს მუნიციპალურ ტრანსპორტში პირბადის გარეშე გადაადგილების არც ერთი შემთხვევა, ჯერჯერობით, არ დაფიქსირებულა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.