გიორგი გახარია - მინდა, გავახსენო სახალხო დამცველს, რომ ხანდახან პოლიციელის, ჟურნალისტის, სახელმწიფო მოსამსახურის უფლებებსაც სჭირდება დაცვა
გიორგი გახარია - მინდა, გავახსენო სახალხო დამცველს, რომ ხანდახან პოლიციელის, ჟურნალისტის, სახელმწიფო მოსამსახურის უფლებებსაც სჭირდება დაცვა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ თელავში პრეზიდენტის ინაუგურაციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

სახალხო დამცველის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ხანდახან პოლიციელის, ჟურნალისტის, სახელმწიფო მოსამსახურეების უფლებებსაც სჭირდება დაცვა.

„სახალხო დამცველს მინდა მოვუწოდო, რომ ასევე მიაქციოს ყურადღება თვითონ აქციის მონაწილეები როგორ იქცევიან. ზოგჯერ პოლიციის, ჟურნალისტის, სახელმწიფო მოსამსახურეთა უფლებებსაც სჭირდება დაცვა ხანდახან და მინდა, ეს გავახსენო მათ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს ჰქონდათ ყველანაირი კომფორტული საშუალება. ჩვენ მათ შევთავაზეთ ავტობუსებით გადმოყვანა. მათი სურვილი იყო თელავის ცენტრის ავტომობილებით ბლოკირება და ინაუგურაციის ჩაშლა. როგორც ჩანს, ეს გეგმა ჰქონდათ მათ, რაც ვერ განახორციელეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

სახალხო დამცველმა შსს-ს მოუწოდა, უზრუნველყოს მომიტინგეთა შესაძლებლობა, თავისუფლად გადაადგილდნენ თელავის მიმართულებით.