გიორგი გახარია - მე პოზიციებს ასე არ ვიცვლი
გიორგი გახარია - მე პოზიციებს ასე არ ვიცვლი

საინტერესო რამ ხდება ჩვენ ირგვლივ, რა დროს დაპირისპირებაა, საქმე გვაქვს გასაკეთებელი, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან შესაძლო დაპირისპირებასთან დაკავშირებით.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, ლევან იზორიას ძმასთან დაკავშირებულ ვიდეოზე სხვადასხვაგვარი კომენტარების გამო, გიორგი გახარიასა და ვახტანგ გომელაურს შორის ხომ არ არის დაპირისპირება, რაზეც გიორგი გახარიამ აღნიშნა: „ჯერ ერთი, დაპირისპირება თქვენი მოგონილია, მეორე – როგორც ვიცი ვახტანგ გომელაური დაეთანხმა ჩემს პოზიციას და მესამე – მე პოზიციებს ასე არ ვიცვლი. მაშინაც ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ის შეფასება, რომელიც მე გავაკეთე იყო აბსოლუტურად სწორი, გულწრფელი. კიდევ გავიმეორო? ხომ არ აქვს აზრი?! და ეს დაპირისპირება, ყველაფერი არის მოგონილი,“ – განაცხადა პრემიერმა.

დატოვე კომენტარი