გიორგი გახარია - მართლმსაჯულების სისტემური პოლიტიკა არ არსებობს, რადგან ყველა თავისი ლოკალური, რაღაც კომპლექსებიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებებს
გიორგი გახარია - მართლმსაჯულების სისტემური პოლიტიკა არ არსებობს, რადგან ყველა თავისი ლოკალური, რაღაც კომპლექსებიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებებს

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიზნესმენებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მართლმსაჯულების სიტემა უნდა იყოს ერთიანი და გააზრებული სისტემა.

მისი თქმით, მართლმსაჯულების სისტემური პოლიტიკა არ არსებობს, რადგან ყველა თავისი ლოკალური, რაღაც კომპლექსებიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებებს.

„რა არის ახლა ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა – ის, რომ მართლმსაჯულების სისტემა უნდა იყოს ერთიანი, აბსოლუტურად გააზრებული სისტემა, გამართული, რომლის ყველა ნაწილი, როგორც არის შს სამინისტრო, პროკურატურა, სასამართლო, სასჯელაღსრულება, პრეზიდენტი თავისი შეწყალების ინსტიტუტით, პარლამენტი თავისი ამნისტიის ინსტიტუტით – ეს ყველაფერი უნდა იყოს ერთმანეთთან დაკავშირებული და ერთ ლოგიკაში მოქცეული.

მწყობრი სისტემური პოლიტიკა დღეს არ არსებობს და არ არსებობს იმიტომ, რომ ყველა თავისი ლოკალური, რაღაც კომპლექსებიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებებს.

შესაბამისად, ეს გამოწვევები, რა თქმა უნდა, იზრდება. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კონცეპტუალური პრობლემა რაშია – ის კომპლექსი, რაც გვქონდა, სიმკაცრის გაუაზრებელი და გაუმართლებელი, ამ კომპლექსმა პირდაპირ მიგვიყვანა ასევე გაუმართლებელ და გაუაზრებელ ჰუმანურობამდე და ლიბერალიზმამდე, იმ შემთხვევაში, როდესაც ამ ჰუმანურობის მომსახურების ინფრასტრუქტურა და ეფექტიანობის კომპეტენცია არა გვაქვს“, – განაცხადა შს მინისტრმა ბიზნესმენებთან დღევანდელ შეხვედრაზე.

მინისტრის კომენტარს შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.