გიორგი გახარია მამუკა ხაზარაძის მიერ წარდგენილ წერილზე - ამ სასაცილო ისტორიაში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, შემესრულებინა გამოძიებასთან თანამშრომლობის ვალდებულება, ისევე, როგორც სხვებმაც უნდა შეასრულონ
გიორგი გახარია მამუკა ხაზარაძის მიერ წარდგენილ წერილზე - ამ სასაცილო ისტორიაში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, შემესრულებინა გამოძიებასთან თანამშრომლობის ვალდებულება, ისევე, როგორც სხვებმაც უნდა შეასრულონ

ამ სასაცილო ისტორიაში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, შემესრულებინა გამოძიებასთან თანამშრომლობის ვალდებულება, ისევე, როგორც სხვებმაც უნდა შეასრულონ, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პროკურატურის მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვას.

არტარეას“ უყურებთ? უყურეთ „არტარეას“ და მიხვდებით, რომ ობიექტურობის ხარისხი ნამდვილად გაეზარდა. ამაზე ღიმილის გარეშე რა უნდა გიპასუხოთ.

ამ სასაცილო ისტორიაში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რა იყო – მე ჩემი ვალდებულება, როგორც საქართველოს რიგით მოქალაქეს, გამოძიებასთან თანამშრომლობის უნდა შემესრულებინა და მე ეს შევასრულე, ისევე, როგორც სხვებმაც უნდა შეასრულონ“, – მიმართა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს.

მამუკა ხაზარაძემ 2019 წლის 4 მარტს, პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომისიაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ მუქარის წერილი გაუგზავნა.

პროკურატურამ გუშინ გაავრცელა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ განხორციელებული შესაძლო იძულების ფაქტზე დანიშნული დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა. სასამართლო ექსპერტიზის დასკვნით, მამუკა ხაზარაძის წერილზე არსებული თითის ანაბეჭდები არ ეკუთვნის გიორგი გახარიას.