გიორგი გახარია - მაიკ პომპეოსთან საუბრისას ხაზი გავუსვი ჩვენს ვალდებულებას დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისა და შემოდგომაზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისადმი
გიორგი გახარია - მაიკ პომპეოსთან საუბრისას ხაზი გავუსვი ჩვენს ვალდებულებას დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისა და შემოდგომაზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისადმი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან სატელეფონო საუბრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

„სასიამოვნო იყო სახელმწიფო მდივან პომპეოსთან აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაზე და ახალ სფეროებში თანამშრომლობაზე საუბარი. მადლობა გადავუხადე ჩვენი საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერისთვის და ხაზი გავუსვი ჩვენს ვალდებულებას დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისა და ამ შემოდგომაზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისადმი“, – წერს გიორგი გახარია „ტვიტერზე“.

გიორგი გახარიასა და მაიკ პომპეოს შორის სატელეფონო საუბარი დღეს შედგა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საკითხები განიხილეს. მაიკ პომპეოსა და გიორგი გახარიას სატელეფონო საუბრის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც.
დატოვე კომენტარი