გიორგი გახარია - ლევან იზორია იყო წარმატებული თავდაცვის მინისტრი, საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი, ისეთი ელჩია, რომელიც გერმანიაში გვჭირდება
გიორგი გახარია - ლევან იზორია იყო წარმატებული თავდაცვის მინისტრი, საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი, ისეთი ელჩია, რომელიც გერმანიაში გვჭირდება

ლევან იზორია იყო ძალიან წარმატებული თავდაცვის მინისტრი, საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი, ეს ისეთი ელჩია, რომელიც გერმანიაში გვჭირდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ლევან იზორიას გერმანიის ელჩად დანიშვნასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ლევან იზორიას განათლება გერმანიაში აქვს მიღებული და ის მაღალი კლასის პროფესიონალია.

„ლევან იზორია არის მაღალი კლასის პროფესიონალი. ჩვენ როდესაც კონკრეტულ თანამდებობაზე ვსაუბრობთ, მორალური თვალსაზრისით ნათესავების ქმედებებიდან გამომდინარე ხომ არ ვნიშნავთ ადამიანებს. ადამიანებს ვნიშნავთ იმ პროფესიული ნიშნით, რომელიც მას გააჩნია. ლევან იზორია არის გერმანიაში ნასწავლი, განათლებამიღებული, როგორც მე ვიცი, სამეცნიერო ხარისხი დაცული და არის მაღალი კლასის პროფესიონალი, რომელიც იყო ძალიან წარმატებული თავდაცვის მინისტრი, საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი, ეს ისეთი ელჩია, რომელიც გერმანიაში გვჭირდება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

რაც შეეხება სოფიო ქაცარავას ბრიტანეთში ელჩად დანიშვნას, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მისი შერჩევაც იგივე კრიტერიუმებით მოხდა და ის იქნება ბრიტანეთში საქართველოს ღირსეული წარმომადგენელი.

დატოვე კომენტარი