გიორგი გახარია - კორონავირუსთან დაკავშირებით ამუშავდება ყველა აუცილებელი მექანიზმი, რათა საქართველოში ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა ეფექტიანად განხორციელდეს
გიორგი გახარია - კორონავირუსთან დაკავშირებით ამუშავდება ყველა აუცილებელი მექანიზმი, რათა საქართველოში ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა ეფექტიანად განხორციელდეს

კორონავირუსთან დაკავშირებით ამუშავდება ყველა ის აუცილებელი მექანიზმი, რომელიც საჭიროა, რათა საქართველოში შესაბამისი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა ეფექტიანად განხორციელდეს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

გახარიას თქმით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით ყველა საჭირო ზომა გატარდება, იქნება ეს ფრენები თუ სხვა რამ.

„კორონავირუსთან დაკავშირებით ყველა ის აუცილებელი მექანიზმი ამუშავდება, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ საქართველოში შესაბამისი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა განხორციელდეს ეფექტურად. ეს იქნება ფრენები, თუ სხვა, რაც იქნება საჭირო, ყველაფერს გავაკეთებთ. მიმდინარეობს მსჯელობა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ეფექტურად განახორციელოს კონტროლი“ ,- განაცხადა გიორგი გახარიამ.