გიორგი გახარია ხორავას საქმეზე - ვიდრე მშობლები არ ჩათვლიან, რომ მართლმსაჯულების სისტემამ სამართალი დააყენა და ამ სამართლის მიმართ მათი ნდობა არ იქნება სრული, ეს იქნება ჩვენი ტვირთი 
გიორგი გახარია ხორავას საქმეზე - ვიდრე მშობლები არ ჩათვლიან, რომ მართლმსაჯულების სისტემამ სამართალი დააყენა და ამ სამართლის მიმართ მათი ნდობა არ იქნება სრული, ეს იქნება ჩვენი ტვირთი 

ვიდრე მშობლები არ ჩათვლიან, რომ მართლმსაჯულების სრულმა სისტემამ სამართალი დააყენა და ამ სამართლის მიმართ მათი ნდობა არ იქნება სრული, ეს იქნება ჩვენი ტვირთი, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გადაცემა „იმედი Live- ში“ ხორავას საქმესთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.

„ბევრჯერ მომიწია ამის გამეორება, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია, ეს იყო ჩემთვის სერიოზული პირადი გამოწვევა. რამდენიმე დღის მისული ვიყავი შინაგან საქმეთ სამინისტროში და ამან გარკვეულწილად განსაზღვრა შემდგომ რეფორმების ის მიმართულება, რომელიც ჩვენ დავიწყეთ. ჩათვალეთ, რომ ამან დამღა დაასვა ემოციურადაც თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ამ პროცესში იყო ჩართული.

გარწმუნებთ, არც ერთი დღე გამოძიება ამ მიმართულებით არ შეჩერებულა. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ვიდრე არ მივალთ იმ მომენტამდე, როდესაც მშობლები ჩათვლიან, რომ მართლმსაჯულების სრულმა სისტემამ სამართალი დააყენა და ამ სამართლის მიმართ მათი ნდობა არ იქნება სრული, რა თქმა უნდა, ეს იქნება ჩვენი ტვირთი. მერწმუნეთ, რომ ძალოვან სტრუქტურებს, შინაგან საქმეთ სამინისტროს ეს გააზრებული აქვთ თავიდან ბოლომდე და ჩათვალეთ, რომ ეს არის ჩვენი ღირსების ამოცანა, რომელსაც ჩვენ შევასრულებთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

დატოვე კომენტარი