გიორგი გახარია - ხმა მივეცით საქართველოს, რომელიც დღეს ბევრად უკეთესია, ვიდრე იყო გუშინ
გიორგი გახარია - ხმა მივეცით საქართველოს, რომელიც დღეს ბევრად უკეთესია, ვიდრე იყო გუშინ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში საკუთარ არჩევანთან დაკავშირებით წერს.

„ხმა მივეცით ისეთ საქართველოს, რომელიც დღეს ბევრად უკეთესია, ვიდრე იყო გუშინ და ხვალ იქნება კიდევ უფრო უკეთესი, ვიდრე არის დღეს და ვერავის წარმოუდგენია წარსულში დაბრუნება. ხმა მივეცით მომავალს“, – წერს გახარია სოციალურ ქსელში.

საქართველოში დღეს საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.