გიორგი გახარია - ხარვეზები არსებობს და ამას კარგად ვხედავთ, ჩვენი ამოცანაა, ეს ხარვეზები არ იყოს სისტემური და სწრაფად გამოსწორდეს, რასაც შესაბამის უწყებებთან და ჩვენს მოქალაქეებთან ერთად ვაკეთებთ
გიორგი გახარია - ხარვეზები არსებობს და ამას კარგად ვხედავთ, ჩვენი ამოცანაა, ეს ხარვეზები არ იყოს სისტემური და სწრაფად გამოსწორდეს, რასაც შესაბამის უწყებებთან და ჩვენს მოქალაქეებთან ერთად ვაკეთებთ

ალბათ რაღაც ხარვეზი დავუშვით და ვხედავთ, რომ გარკვეული სივრცე დავტოვეთ პოლიტიკური სპეკულირებისთვის და მცდელობებისთვის, რომ პანიკა დაითესოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ხარვეზები ყველგან არსებობს და მთავრობა ამ ხარვეზებს კარგად ხედავს.

გიორგი გახარიას თქმით, მთავარია, ეს ხარვეზები არ იყოს სისტემური და სწრაფად გამოსწორდეს.

„როდესაც  ჩვენ პირველ ტალღას ღირსეულად გავუმკლავდით, ამ გამკლავების ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო ღია და ტრანსპარენტული ურთიერთობა ჩვენს საზოგადოებასთან. თითოეულ ნაბიჯს საკუთარ მოქალაქეებს ვუხსნიდით. შემდეგ ჩვენ ასე ვაგრძელებდით და ალბათ გარკვეული ხარვეზი დავუშვით და ვხედავთ, რომ რაღაც სივრცე დავტოვეთ პოლიტიკური სპეკულირებისთვის და მცდელობებისთვის, რომ პანიკა დაითესოს. ხარვეზები ყველგან არსებობს და ამ ხარვეზებს თავადაც კარგად ვხედავთ. ჩვენი ძირითადი ამოცანაა, რომ ეს ხარვეზები არ იყოს სისტემური და სწრაფად გამოსწორდეს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ შესაბამის უწყებებთან და საკუთარ მოქალაქეებთან ერთად, ამიტომ, გპირდებით, რომ ჩვენი ურთიერთობა იქნება რეგულარული. ყველა სამინისტროს აქვს მიღებული დავალება, მოქალაქეებთან აბსოლუტურად ღიად იყოს განხილული ის საკითხები, რომელიც ხარვეზებს ეხება, თუნდაც მტკივნეული“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.