გიორგი გახარია კერძო და საჯარო ორგანიზაციებს მოუწოდებს, მაქსიმალურად იმუშაონ დისტანციური რეჟიმით

13:38, 15.10.2020

მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო ორგანიზაციების პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით კერძო და საჯარო ორგანიზაციების. მაქსიმალურად დისტანციურ რეჟიმზე უნდა გადავიდეთ ყველა, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა კომერციულმა ორგანიზაციამ თანამშრომლების უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს და აუცილებელი ზომები მიიღოს.

„მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო ორგანიზაციების პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით კერძო და საჯარო ორგანიზაციების. მაქსიმალურად დისტანციურ რეჟიმზე უნდა გადავიდეთ ყველა, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს. ეს არის რეკომენდაცია. ყველა კომერციულმა ორგანიზაციამ, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ხელს ვუწყობდით, მათი სამქმიანობა არ გაჩერებულიყო, ეს პასუხისმგებლობა უნდა გაითვალისწინოს. ის, რაც, მაგალითად, ფოთში მოხდა ბოლო პერიოდში, როდესაც ერთ ორგანიზაციაში 100-მდე ინფიცირებული გამოვლინდა, ჩვენს თანამშრომლებს უფრო სერიოზულად უნდა მოვეპყრათ, ვიზრუნოთ მათზე და აღვჭურვოთ ყველა იმ აუცილებელი საშუალებით, რომ ამ ხალხმა საკუთარი თავი დაიცვას. დაწყებული პირბადით და დამთავრებული შესაბამისი საშუალებებით “, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი