გიორგი გახარია ჯორჯ კენტს და კრისტოფერ სმიტს შეხვდა
გიორგი გახარია ჯორჯ კენტს და კრისტოფერ სმიტს შეხვდა

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ სამუშაო სადილი გამართა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან ჯორჯ კენტთან და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის დირექტორ კრიტსოფერ სმიტთან.

ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს პარტიის „საქართველოსთვის“ სამომავლო გეგმებზე, რეფორმების დღის წესრიგსა და 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე.