გიორგი გახარია - ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაცია თუ არ შესრულდა, ეკონომიკის აღდგენაზე საუბარი გაგვიჭირდება
გიორგი გახარია - ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაცია თუ არ შესრულდა, ეკონომიკის აღდგენაზე საუბარი გაგვიჭირდება

ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს, თუ არ შესრულდა, ეკონომიკის აღდგენაზე საუბარი გაგვიჭირდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღეს სახელმწიფო იბრძვის ორ ფრონტზე, დროთა განმავლობაში ეკონომიკის აღდგენისა და აღორძინების საკითხი გადმოდის პირველ რიგებში და ამ საკითხის მოგვარება დროში აღარ უნდა გადაიდოს.

„ყველას კარგად გვესმის, რომ ვიბრძვით ორ ფრონტზე, ისიც კარგად გვესმის, რომ დროთა განმავლობაში, ყოველდღიურად, მეორე ფრონტი, ეკონომიკური აღორძინებისა და აღდგენის საკითხი გადმოდის პირველ რიგებში. ეს საკითხი ხდება სულ უფრო აქტუალური, პრობლემური, მისი მოგვარება აღარ უნდა გადაიდოს

მაგრამ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს როგორც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების, ასევე კომპანიების ყოველდღიური საქმიანობის წესებში ცვლილების შესახებ, თუ არ შესრულდა, ჩვენ ეკონომიკის აღდგენაზე საუბარი გაგვიჭირდება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

დატოვე კომენტარი