გიორგი გახარია - იმედი გვაქვს, კვირის ბოლომდე თბილისისა და რუსთავის გახსნის საკითხიც დადებითად გადაწყდება
გიორგი გახარია - იმედი გვაქვს, კვირის ბოლომდე თბილისისა და რუსთავის გახსნის საკითხიც დადებითად გადაწყდება

კვირის ბოლომდე შესაძლოა, თბილისისა და რუსთავის გახსნის საკითხიც გადაწყდეს,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„თბილისსა და რუსთავშიც ამ დღეებში ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. ვფიქრობ, რომ შესაძლებელია, იმედი გვქონდეს, რომ თბილისის და რუსთავის გახსნის საკითხიც კვირის ბოლომდე დადებითად გადაწყდება“,- განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, პრემიერის ინფორმაციით, ხვალიდან ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე ყველა სახის შეზღუდვა მოიხსნება.