გიორგი გახარია ჰელგა შმიდს ეუთო-ს გენერალურ მდივნად დანიშვნას ულოცავს
გიორგი გახარია ჰელგა შმიდს ეუთო-ს გენერალურ მდივნად დანიშვნას ულოცავს

გულწრფელად ვულოცავ ჰელგა შმიდს ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენერალურ მდივნად დანიშვნას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

მთავრობის მეთაური იმედს გამოთქვამს, რომ ჰელგა შმიდის ხელმძღვანელობის პირობებში ახალი შესაძლებლობები გაჩნდება.

„დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ხელმძღვანელობის პირობებში საერთაშორისო საზოგადოებისა და საქართველოსთვის აქტუალური მიმართულებებით დაწინაურების ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება“, – წერს პრემიერი.